გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ციხის ოთხმა კედელმა კიდევ უფრო გაუმძაფრა გირჩ ჯაფარიძეს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ზიზღი

20-07-2025

„ეტყობა ციხის ოთხმა კედელმა კიდევ უფრო გაუმძაფრა გირჩ ჯაფარიძეს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის ზიზღი. ციხიდან გამოგზავნილ მის წერილს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მისამართით, მე შევაფასებდი, როგორც საკუთარი უსუსურობით გაბოროტებულ და შეუმდგარი კაცის ნაჯღაბნს“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.


ფოჩხუას თქმით, მიხეილ ყაველაშვილს ჯაფარიძის „შეფასება“ ვერაფერს დააკლებს, რამდენადაც ის ღირსეული ადამიანია, ხოლო რაც შეეხება ჯაფარიძესა და მის „ბაბლს“, ისინი საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაეწერებიან.


„როცა ადამიანად არ ვარგიხარ, როგორ შეიძლება იყო შემდგარი პოლიტიკოსი, როცა არც ჯანსაღი ოპონირება შეგიძლია და საერთოდ, არ გესმის ქვეყნის მაჯისცემა, როგორ შეიძლება გერქვას პოლიტიკოსი. ეტყობა ციხის ოთხმა კედელმა კიდევ უფრო გაუმძაფრა გირჩ ჯაფარიძეს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის ზიზღი. ციხიდან გამოგზავნილ მის წერილს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მისამართით, მე შევაფასებდი, როგორც საკუთარი უსუსურობით გაბოროტებულ და შეუმდგარი კაცის ნაჯღაბნს. როცა აღიარებ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც საქართველო ისე აინტერესებს, როგორც ჩინეთი და რომელმაც ქართულიც კი არ ისწავლა, იმდენად არაქართველია, რაზეა ლაპარაკი. მიხეილ ყაველაშვილს კი გირჩი ჯაფარიძის „შეფასება“ ვერაფერს დააკლებს, ღირსეული კაცია და ასე იქნება ბოლომდე, ჯაფარიძემ და მისმა „ბაბლმა“ იკითხოს შავი ასოებით რომ ჩაეწერებიან საქართველოს ისტორიაში“, - წერს ნინო ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031