გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: არ ვიცი, ვინ რას ფიქრობთ, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს

22-07-2025

აშშ-ს „FARA“-ს მიხედვით ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაშავების მიზნით, ლობისტური კომპანია „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა. ამისათვის, მათ 360 000$ უხდიდა, აქვე ჩანს ჯო უილსონი, დაბალი პოლიტიკური ყოფაქცევისა და ჩვენდამი მტრულად განწყობილი სუბიექტი, საქართველოს მიმართ ზიზღით სავსე თვალთმაქცი“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, „არ ვიცი ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო, ნაცმოძრაობას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს“.


„აშშ-ს „FARA“-ს მიხედვით ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაშავების მიზნით, ლობისტური კომპანია „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა. ამისათვის, მათ 360 000$ უხდიდა, აქვე ჩანს ჯო უილსონი, დაბალი პოლიტიკური ყოფაქცევისა და ჩვენდამი მტრულად განწყობილი სუბიექტი, საქართველოს მიმართ ზიზღით სავსე თვალთმაქცი. არ ვიცი ვინ რას ფიქრობთ, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო, ნაცმოძრაობას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ხოლო, რაც შეეხება ჯო უილსონს, რომელიც გარდა იმისა, რომ ემტერება ჩვენს ქვეყანას, ასევე, მიზანმიმართულად, გარკვეული ფულადი ანაზღაურების საფასურად, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებას ემსახურება. საეჭვოა, რომ ჯო უილსონი სხვა, მესამე, უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდაც მოქმედებდეს, მას უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლის უფლება“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728