გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ჯო უილსონის სახელი დიდი ხანია ასოცირდება არასანდო ფულზე გაყიდულ ფიგურასთან და ოპოზიციას ვთხოვ, მისგან ქართულ სახელმწიფოზე შეყვარებული კაცის ხატს ნუ ქმნის

22-07-2025

„მთავარია გადაუხადონ და მას რასაც შეუკვეთენ, იმას დაწერს და იმას იტყვის. ამას მოწმობს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიიდან კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ შემოწირულებებს იღებს და სწორედ, ამ პროცესს ემთხვევა საქართველოს მიმართ მის მიერ გაკეთებული განცხადებები“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, „ჯო უილსონის სახელი დიდი ხანია ასოცირდება არასანდო ფულზე გაყიდულ ფიგურასთან და ოპოზიციას ვთხოვ მისგან ქართულ სახელმწიფოზე შეყვარებული კაცის ხატს ნუ ქმნის“.


„კონგრესმენი ჯო უილსონი ფულის სანაცვლოდ მისთვის სინამდვილეში უინტერესო ქვეყანაზე, საქართველოზე შეკვეთილი შინაარსით საუბრობს და ოპოზიციისათვის საჭირო პოლიტიკურ კონტენტს ქმნის.


„ქართულ ოცნების” მიმართ მისი კრიტიკა უარგუმენტოა და ის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის” და მათი რუპორი ტელევიზიებისთვისაა საჭიროც და ავტორიტეტიც. მთავარია გადაუხადონ და მას რასაც შეუკვეთენ, იმას დაწერს და იმას იტყვის. ამას მოწმობს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიიდან კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ შემოწირულებებს იღებს და სწორედ, ამ პროცესს ემთხვევა საქართველოს მიმართ მის მიერ გაკეთებული განცხადებები. გულწრფელი გულშემატკივრობა ქართული სახელმწიფოსადმი თუ მხოლოდ ფული?! რა თქმა უნდა, მხოლოდ ფული! ჯო უილსონის სახელი დიდი ხანია ასოცირდება არასანდო ფულზე გაყიდულ ფიგურასთან და ოპოზიციას ვთხოვ, მისგან ქართულ სახელმწიფოზე შეყვარებული კაცის ხატს ნუ ქმნის“, - წერს მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031