გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
დავით აქუბარდია: ბათუმში ერთ-ერთ ქუჩას სააკაშვილის სახელი უნდა დაერქვას

23-07-2025

ტელეკომპანია „კავკასია“-ს წამყვანის, დავით აქუბარდიას განცხადებით, ბათუმში ერთ-ერთ ქუჩას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად არაერთი დანაშაულის გამო პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სახელი უნდა დაერქვას.


აღნიშნული განცხადება აქუბარდიამ საკუთარ გადაცემაში მაშინ გააკეთა, როდესაც სტუმრად მურმან დუმბაძე ჰყავდა.


სწორედ დუმბაძის საუბარს, რომელიც სააკაშვილის დროს ბათუმის აღმშენებლობას შეეხებოდა, უპასუხა დავით აქუბარდიამ რეპლიკით: „ჩემ სუბიექტურ აზრს გეტყვი, რომელიმე ქუჩას უნდა დაარქვათ სააკაშვილის სახელი, იმიტომ, რომ მართლა შეცვალა ქალაქი“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31