გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის გებელსისეულ პროპაგანდაზე: ცნობილი მეთოდოლოგიაა - ჯერ რომელიმე სუბიექტი გააშავო, ამისთვის უნდა აიჩემო რაღაც ფრაზა, ეს იარლიყი მიაწებო და შემდეგ დაიწყო მისი განადგურება

23-07-2025

 თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ეხმიანება „დიფ სთეითის“ ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდს, გებელსისეულ პროპაგანდას, რომელსაც ფაშისტური გერმანია იყენებდა. აღნიშნული მეთოდი კი აშკარა და უცვლელია საქართველოს მაგალითზეც, რამდენადაც 2012 წლიდან დღემდე აგენტურული ოპოზიცია ქართულ ხელისუფლებას რუსულ იარლიყს აწებებს, რათა ამით ხელისუფლების განადგურება შეძლონ.


თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ცნობილი მეთოდოლოგიაა, რომ რომელიმე სუბიექტის გასაშავებლად აიჩემო რაღაც ფრაზა და შემდეგ მიწებებული იარლიყით დაიწყო მისი განადგურება.


„ცნობილი მეთოდოლოგიაა, როდესაც პროპაგანდისტულად იყენებენ იმას, რომ ჯერ რომელიმე სუბიექტი უნდა გააშავო, ამისთვის უნდა აიჩემო რაღაც ფრაზა. ეს იარლიყი მიაწებო და შემდეგ, დაიწყო მისი განადგურება. ხანდახან ეს ხდება პოლიტიკურად, ხანდახან ფიზიკურადაც კი. იგივე ხდება ჩვენთანაც, საქართველოში. არანაირი საფუძველი, არანაირი მტკიცებულება, ან დამადასტურებელი იმისა, პირდაპირ იწყებენ, რუსული, რუსული. რატომ არ თქვეს, რომ რუსული კვალია, როდესაც „გამჭვირვალობის“ კანონი მიიღეს საფრანგეთში? - ჩვენი კანონი ხომ ათჯერ უფრო მარტივი და ლოიალური იყო ყველაფრისადმი“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031