გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, „MEGOBARI აქტის“ მიღებას სამი სენატორი აფერხებს

23-07-2025

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, MEGOBARI აქტის მიღებას სამი სენატორი - მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენდ პოლი აფერხებს.


რაუფოღლუს განცხადებით, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტია და შესაბამისად, ერთადერთი კითხვა აქვს, რატომ აჭიანურებენ ხსენებული სენატორები „მეგობარი აქტის“ მიღებას.


„MEGOBARI აქტს“, ორპარტიულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც პუტინის პაიკებს სანქციებს უწესებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, აფერხებენ სენატორები: მარკვეინ მალინი, მაიკ ლი, რენდ პოლი. ჩემი ერთადერთი შეკითხვაა, რატომ? ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ და SFRC-მა (სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა) მიიღეს“, - წერს ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, ამერიკის კონგრესმა „მეგობარი აქტი“ 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ, მაისში მიიღო. პროცედურულად, კანონპროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი აქტის კანონად ქცევას დონალდ ტრამპის ხელმოწერა სჭირდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930