გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

23-07-2025

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს" და მის რეალიზაციას ახდენდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალება.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, მათ შორის 1 ეპიზოდი დიდი ოდენობით), 260 ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით და მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, მათ შორის 1 ეპიზოდი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031