გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

24-07-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1967 წელს დაბადებულ ა.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


მიღებული დაზიანებების გამო ა.ღ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.


სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ხ. მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 - 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031