გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

24-07-2025

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს" და „კოკაინს", შემდეგ კი რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებას ახდენდნენ და სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ.


გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი" და „კოკაინი".

ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ''ბ'', მესამე ნაწილის ''ა'' პუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი ჯგუფურად და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 19-260 ტერცია მუხლის მეხუთე ნაწილის ''ა'' და ''ბ'' პუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ''ბ'' და მეექვსე ნაწილის ''ა'' პუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031