გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

26-07-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამურლაევთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

მინისტრებმა ორი ქვეყნის  განათლების სისტემის ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმები განიხილეს და თანამშრომლობის გაფართოების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

 

გივი მიქანაძის თქმით, ქართული მხარე აზერბაიჯანელი მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას  ახორციელებს, მათ შორის, სკოლებში ენების სწავლების გაძლიერებისა და უნივერსიტეტებში სტუდენტთა დაფინანსების ზრდის პროგრამებს.

 

შეხვედრის მონაწილეებმა STEAM მიმართულებით პარტნიორობის გაფართოებას გაუსვეს ხაზი, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოში STEAM ცენტრის მოწყობის სურვილი გამოხატა, თავის მხრივ, გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.

 

აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ და ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდება განათლების სხვადასხვა საფეხურზე მასშტაბური ერთობლივი პროექტების განხორციელებით.

 

საუბარი შეეხო სამუშაო ჯგუფის აღდგენას, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამინისტროების წარმომადგენლებს გააერთიანებს. აღინიშნა, რომ ჯგუფი მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან აქტიურად დაიწყებს მუშაობას რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

 

შეხვედრის დასასრულს გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031