გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტში 2,5 კილომეტრი სიგრძის სამელიორაციო არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

26-07-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავ და სადრენაჟე სისტემებს რწყვის სეზონის პარალელურად აწესრიგებს.


ექსპლუატაციის ღონისძიებების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის   სოფელ სვენეთის ტერიტორიაზე,  სადრენაჟე არხზე  სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც  ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2,5  კილომეტრი სიგრძის  არხის  წმენდას ითვალისწინებს.   


ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება. 


აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სარწყავი სეზონის პარალელურად, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყლით უზრუნველყოფა 11,870 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031