28-07-2025
პარტია „ეროვნული გაერთიანების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა მარინ ლე პენმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება გააკრიტიკა.
„სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტრამპთან გააფორმა, პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური ფიასკოა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ლე პენის აზრით, ევროკავშირმა, თავისი 27 წევრი სახელმწიფოთი, მიიღო გაერთიანებულ სამეფოზე უარესი პირობები.
ანალოგიურ პოზიციას იზიარებს ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გი ვერჰოფსტადტი და შეთანხმებას „კატასტროფას“ უწოდებს.
„ევროკავშირისა და აშშ-ს შორის შეთანხმება სკანდალურია... კატასტროფა... ამერიკის მხრიდან არცერთი დათმობა... ცუდად შეთანხმებული“, - წერს ვერჰოფსტადტი.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დონალდ ტრამპმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება შეძლეს.
13-05-2026
| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||