გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ბევრი კრიტიკა მოჰყვა ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ტრამპის შეთანხმებას ევროპელი პოლიტიკოსების მიერ - როცა საკუთარ უსაფრთხოებას და თავდაცვას სხვა გკარნახობს, ეკონომიკურ და ენერგოპოლიტიკასაც ის გიკარნახებს

28-07-2025

ის ვასალური სავაჭრო შეთანხმება რაც აშშ-სა და ევროკავშირს შორის შედგა, მოსალოდნელი იყო. ახალი დოკუმენტით ირკვევა, რომ აშშ-ის ტარიფი ევროპულ საქონელზე 15% იქნება, გარდა ამისა ევროკავშირმა ამერიკისგან 750 დოლარის ენერგორესურსები უნდა შეისყიდოს და 600 მილიარდის ინვესტირება მოახდინოს, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.


როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ურსულა ფონ დერ ლაიენი არის სხვა ქვეყნის დავალების შემსრულებელი მოხელე.


„ის ვასალური სავაჭრო შეთანხმება რაც აშშ-სა და ევროკავშირს შორის შედგა, მოსალოდნელი იყო. ახალი დოკუმენტით ირკვევა, რომ აშშ-ის ტარიფი ევროპულ საქონელზე 15% იქნება, გარდა ამისა ევროკავშირმა ამერიკისგან 750 დოლარის ენერგორესურსები უნდა შეისყიდოს და 600 მილიარდის ინვესტირება მოახდინოს.


ურსულა ფონ დერ ლაიენი არის ჩვეულებრივი სხვა ქვეყნის დავალების შემსრულებელი მოხელე, აბა ამ ვასალურ ხელშეკრულებას როგორ შეიძლება მოაწერო ხელი, ეს ხომ ზიანის მეტს არაფერს მოუტანს ევროკავშირს.


როცა საკუთარ უსაფრთხოებას და თავდაცვას სხვა გკარნახობს, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ და ენერგოპოლიტიკასაც ის გიკარნახებს.


ბევრი კრიტიკა მოჰყვა ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ტრამპის მიერ შეთანხმებას, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ და მას კატასტროფული უწოდეს“, - წერს ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031