გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მახაშვილი: ვხედავთ ორ-წუთიან, თითიდან გამოწოვილ სპეკულაციებს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემი სიტყვების შეგნებულად დამახინჯების გზით - კახა კალაძე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი, რომელსაც განვიხილავთ თბილისის მერობის კან

28-07-2025

„ჩვენ ვხედავთ ორ-წუთიან, თითიდან გამოწოვილ სპეკულაციებს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემი სიტყვების შეგნებულად დამახინჯების გზით. სინამდვილეში ბატონ კახისთან დაკავშირებით სრული ერთულოვნებაა გუნდში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, თბილისის მერობის კანდიდატურაზე მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციამ სპეკულაციის საგნად აქცია.


მახაშვილის განცხადებით, კახა კალაძე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი, რომელსაც რეალური პოლიტიკური ოპონენტი არ ჰყავს.


„იგი არის უალტერნატივო კანდიდატი და პოლიტიკურ სივრცეში მას არ ჰყავს რეალური პოლიტიკური ოპონენტი, სწორედაც წლების განმავლობაში, მის მიერ გაკეთებული ძალიან ბევრი მაგარი საქმის და მოსახლეობისადმი ერთგულების გამო.


ამიტომ, ყველას მოვუწოდებ და ჩვენც მოუთმენლად ველით პოლიტიკური საბჭოს შეხვედრას და გადაწყვეტილებას, სადაც იგი ამჯერად, ფორმალურადაც იქნება წარდგენილი ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად. ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც განვიხილავთ, იგი არის ნამდვილად უალტერნატივო კანდიდატი ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატურაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ, არ ვუსწრებთ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას, სადაც იგი უკვე ფორმალურად იქნება წარდგენილი“, - განაცხადა მახაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031