გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიქტორ ორბანი: ტრამპმა საუზმეზე ფონ დერ ლაიენი მიირთვა!

28-07-2025

აშშ-სა და ევროკავშირს შორის მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მმართველები ეხმიანებიან. როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი გარიგებით კმაყოფილია, სხვა ლიდერებს შორის ერთსულოვნება არ შეინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.


დღეს, 28 ივლისს პოდკასტში საუბრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება უარესია, ვიდრე მაისში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული გარიგება.


„ეს არ არის შეთანხმება... დონალდ ტრამპმა საუზმეზე ფონ დერ ლაიენი შეჭამა, ეს მოხდა და ასეც ვვარაუდობდით, რომ მოხდებოდა“, - აღნიშნა ორბანმა.


მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „მძიმეწონოსანია“, ფონ დერ ლაიენთან შედარებით.


„აშშ-ის პრეზიდენტი მძიმეწონოსანია მოლაპარაკებების დროს, ხოლო მადამ პრეზიდენტი - მსუბუქი“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა, რომელიც უკვე დიდი ხანია, უკმაყოფილებას გამოხატავს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930