გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საფრანგეთის პრემიერი: ურსულა ფონ დერ ლაიენისა და დონალდ ტრამპის შეთანხმება ევროკავშირისთვის შავი დღეა

28-07-2025

ფრანსუა ბაირუს თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევა ევროკავშირისთვის „შავი დღეა“. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.


„შეთანხმება ურსულა ფონ დერ ლაინესა და დონალდ ტრამპს შორის ევროკავშირისთვის შავი დღეა, როდესაც თავისუფალი ალიანსი, რომელიც საკუთარი ღირებულებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა, აშშ-ს დაემორჩილა“, – წერს ბაირუ.


ცნობისთვის, მანამდე აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება გააკრიტიკა პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმაც.


შეგახსენებთ, 27 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ, რომლის მიხედვითაც, ევროპული პროდუქციის აშშ-ში შეტანა 15%-იანი ტარიფით დაიბეგრება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031