გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორჯომში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

29-07-2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, სატელეოფონო შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს.


"შპს ხარაზი" (ს/კ 426138324, მისამართი: ბორჯომის, გრ.რობაქიძის N62 ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა გარეშე საქმიანობდა. ამავდროულად ინსპექტირებისას დადგინდა რომ სურსათის წარმოებისას დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები. ამასთან, სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 800 ლიტრი ლუდი და ბურახი. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930