გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაპუაშვილი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის“ იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და „ენჯეოებით“ ნერგავენ

29-07-2025

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის“ იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და „ენჯეოებით“ ნერგავენ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ზაზა ნოზაძის ვიდეოკლიპს აზიარებს, სახელწოდებით „ლიბერალი ზაზები“.


„ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ამ მოსყიდული „ენჯეოების“ და პოლიტიკოსების ამოცნობის უნივერსალური ტესტიც მოგვცა - კოდური სიტყვები, რომლებიც „დიფ სთეითის აგენტების შესავალი კურსით დატრენინგებულებს ამხელს - „რუსეთუმე“, „პრორუსული“, „რუსული ჩარევა“.


თუმცა, სად იყო ეროვნული დაზვერვა, როდესაც, წლების წინ, ეს კონსპირაცია ზაზა ნოზაძის „ლიბერალმა ზაზებმა“ ამხილეს“, - წერს პაპუაშვილი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031