გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
არასრულწლოვნებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

12-11-2018

გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 37 წლის კაცს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

 

გარყვილ ქმედებაში ბრალდებული 37 წლის კაცისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღეს, 12 ნოემბერს იმსჯელა. პროცესი დახურული იყო. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს და პატიებას ითხოვს.

 

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში მცხოვრები 13–14 წლის გოგონები, მათ მეზობლად მცხოვრებ შუა ხნის კაცს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ. ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 37 წლის კაცი 10 ნოემბერს დააკავეს.

 

დაკავებულს ბრალი სსკ–ს 141 მუხლით ედება, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.


sknews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930