გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჩაკვეტაძე ბაქოში ვიზიტის ფარგლებში „ახალი აზერბაიჯანის” მიწვევით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა

29-07-2025

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე „ახალი აზერბაიჯანის” მიწვევით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა.


გიორგი ჩაკვეტაძეს „ახალი აზერბაიჯანის” ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარემ, ბახთიარ ისლამოვმა, ორგანიზაციის წევრებთან ერთად უმასპინძლა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასა და „ახალი აზერბაიჯანის” ახალგაზრდულ კავშირს შორის ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები განიხილეს.


გიორგი ჩაკვეტაძემ აზერბაიჯანულ მხარეს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის სტრუქტურა, საქმიანობის სფეროები და სამომავლო გეგმები გააცნო და თბილისში მოიწვია.


ბახთიარ ისლამოვმა თანამშრომლობის სურვილი და მზაობა გამოთქვა. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელები კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728