გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ამოქმედდა დეზინფორმაციის „კრიმინალიზაციის“ კანონი და დღეს სასამართლოში განიხილება 300-ზე მეტი საქმე; ასეთია „ქართუ ჯგუფის“ საჩივარიც „ტვ პირველის“ წინააღმდეგ, რომელიც ზიანს აყენებს როგორც ფონდს, ასევე ივანიშვილის ოჯახს

30-07-2025

„საქართველოში ამოქმედდა დეზინფორმაციის „კრიმინალიზაციის“ კანონი, რომლის ფარგლებში დღეს სასამართლოში განიხილება 300-ზე მეტი საქმე. არაა გამონაკლისი არც „ქართუ ჯგუფის“ საჩივარი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ, რომელიც რეპუტაციულ ზიანს აყენებს როგორც ამ საქველმოქმედო ფონდს, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, საიდანაც აღნიშნულ ფონდთან ტექნიკური შეხება მხოლოდ, უტა ივანიშვილს გააჩნია, ისიც მხოლოდ ერთ-ერთი თანამფლობელის პოზიციიდან“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, არანაირი კომერციული სარგებელი „ქართუ ფონდში“ ივანიშვილების ოჯახის რომელიმე წევრს არ გააჩნია და ამას ადვილად დაადგენს სასამართლო. ქართველიშვილის თქმით, სასამართლო ადვილად დაადგენს იმასაც, რომ „ტვ პირველის“ დეზინფორმაცია, თითქოს „ქართუ ბანკის“ SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა განპირობებულია სწორედ, ივანიშვილის გვარის მატარებელ ბენეფიციართან - ცილისწამებაა.


„საქართველოში ამოქმედდა დეზინფორმაციის „კრიმინალიზაციის“ კანონი, რომლის ფარგლებში დღეს სასამართლოში განიხილება 300-ზე მეტი საქმე. არაა გამონაკლისი არც „ქართუ ჯგუფის“ საჩივარი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ, რომელიც რეპუტაციულ ზიანს აყენებს როგორც ამ საქველმოქმედო ფონდს, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, საიდანაც აღნიშნულ ფონდთან ტექნიკური შეხება მხოლოდ, უტა ივანიშვილს გააჩნია, ისიც მხოლოდ ერთ-ერთი თანამფლობელის პოზიციიდან, რომელიც ფონდის საქმიანობაში ერევა მხოლოდ იმ ნაწილში - თუ კონკრეტულად რომელ საქველმოქმედო პროექტზე უნდა განაწილდეს თანხები.


არანაირი კომერციული სარგებელი „ქართუ ფონდში“ არც უტას და არც ივანიშვილების ოჯახის რომელიმე წევრს უბრალოდ, არ გააჩნია და ამას ადვილად დაადგენს სასამართლო. სასამართლო, ასევე, ადვილად დაადგენს, რომ „ტვ პირველის“ დეზინფორმაცია, თითქოს „ქართუ ბანკის“ SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა განპირობებულია სწორედ, ივანიშვილის გვარის მატარებელ ბენეფიციართან - ასევე, არის ცილისწამება. „ტვ პირველმა“ საკუთარ მაყურებელს შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ ბანკი მას უჩივის მხოლოდ, ივანიშვილების გვარის ხსენების გამო და საერთოდ არ შეეხო სარჩელის რეალურ შინაარსს - SWIFT-თან დაკავშირებულ სიცრუეს.


ასე რომ, მართლმსაჯულების მანქანა ამუშავებულია და ყოველი ფეიკი უსამშობლო მავნებლებს ძვირადღირებულ ფუფუნებად უნდა ექცეს“, - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031