გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჟოზეფ ბორელი: ევროპა გეოპოლიტიკურად დასუსტებული გამოვიდა აშშ-თან გარიგებიდან, რომელიც ერთ საათში, გოლფის მოედანზე დაიდო

30-07-2025

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა გააკრიტიკა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის შეთანხმებული სავაჭრო შეთანხმება.


„ცუდი სტრატეგია ცუდ შედეგებს იწვევს. ევროკომისიამ ტრამპის დამშვიდება და პირფერობა აირჩია მეტი იარაღისა და გაზის შეძენაზე დათანხმებით - რაზეც მას არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია - და ცალმხრივი ტარიფების მოთმენით. ევროპა გეოპოლიტიკურად დასუსტებული გამოვიდა გარიგებიდან, რომელიც ერთ საათში, გოლფის მოედანზე დაიდო“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930