გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე ანაკლიის პორტის საქმეზე: ლელოს, თავისი სტრატეგიით ისღა დარჩენია, რომ ვაშინგტონის არბიტრაჟი პრორუსულობაში დაადანაშაულოს

31-07-2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


ანანიძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.


ანანიძის შეფასებით, „ლელოს“ ის დარჩენია, რომ ვაშინგტონის არბიტრაჟი პრორუსულობაში დაადანაშაულოს.


„ლელოს, თავისი სტრატეგიით ისღა დარჩენია, რომ ვაშინგტონის არბიტრაჟი პრორუსულობაში დაადანაშაულოს“-წერს ანანიძე.


ცნობისთვის, ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930