გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმს შეხვდა

1-08-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.


დავით სონღულაშვილმა საქართველოს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება საამიროებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის პოტენციალზე გაამახვილა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათის უსაფრთხოების, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის, კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაცვის და განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების საკითხებს.


აჰმედ ალნუაიმის განცხადებით, ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საინტერესო პროექტების განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031