გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ გორდულაძე გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძის ოჯახისგან ბინის დაქირავებაზე: ხელშეკრულების არქონა დამატებით გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს გაუმჭვირვალეობასთან

1-08-2025

როგორ შეიძლება, დიპლომატი პოლიტიკაში ჩართული ადამიანისგან საკუთრებას ქირაობდეს და შემდეგ მას ჰქონდეს პრეტენზია მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გერმანიის ელჩს მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ბინა აქვს ნაქირავები.


მისი თქმით, ერთი წელია, რაც პეტერ ფიშერი ხაზარაძეების ოჯახისგან ბინას ქირაობს.


„ერთი წელია, გერმანიის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი ე.წ. ოპოზიციისგან და რეალურად „ნაცური“ პარტიის ლიდერისგან და დამფუძნებლისგან საკუთრებას და შემდეგ აქვს მას პრეტენზია, რომ არის მიუკერძოებელი. ეს არ არის არც ევროპულობა, ეს არ არის არც დემოკრატიულობა. როგორ შეიძლება, დიპლომატი პოლიტიკაში ჩართული ადამიანისგან საკუთრებას ქირაობდეს, კონკრეტულ უძრავ ქონებას და შემდეგ მას ჰქონდეს პრეტენზია მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების არქონა იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ გაუმჭვირვალობა, სამწუხაროდ, ახლა გახდა საკითხი, რომელიც ასე აწუხებს ევრობიუროკრატიას და მათ შორის ამ ყველაფერში, როგორც ჩანს, ჩართულიც არის დიპლომატიც“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728