გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მახაშვილი ევროკავშირის მოთხოვნებზე: არ არის ახალი, როდესაც იმის ნაცვლად, რომ დიალოგისთვის გაწვდილ ხელს შეაგებონ, ასევე დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი, დავსხდეთ მაგიდაზე და ვისაუბროთ, ამის ნაცვლად ჩვენ უსტარებით და რეზოლუციებით გვესაუბრებიან

1-08-2025

„არაერთი ნაბიჯი გადავდგით უკვე საგაზაფხულო სესიების განმავლობაში, რათა, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები ყოფილიყო გარანტირებული, როცა საქმე ეხებოდა მაგალითად - უკანონო მიგრაციას, თავშესაფრის პოლიტიკის საკითხებს, საინფორმაციო კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და ა.შ.“, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროკავშირიდან წამოსული მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.


მახაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთან კომუნიკაციისთვის არჩეული გზა არ არის ის, რომლითაც შენს პარტნიორ ქვეყანას უნდა ესაუბრო.


„რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, ეს არ არის ახალი, როდესაც იმის ნაცვლად, რომ დიალოგისთვის გაწვდილ ხელს შეაგებონ, ასევე დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი, დავსხდეთ მაგიდაზე და ვისაუბროთ, ამის ნაცვლად ჩვენ უსტარებით, დეპეშებით და ევროპარლამენტის რეზოლუციებით გველაპარაკებიან. ეს არ არის ის გზა და ის ნაბიჯი, როგორც უნდა ესაუბრო შენს პარტნიორს. პარტნიორს, რომელსაც აფასებ და რომელთანაც ურთიერთობაც შენთვის არ არის სულერთი“,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728