გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკის შეფასებით, პოლიტიკური კორუფციაა, როდესაც ელჩი პოლიტიკური ლიდერისგან სახლს ხელშეკრულების გარეშე ქირაობს

2-08-2025

არსებობს თუ არა ქირავნობის ან საიჯარო ხელშეკრულება ქონებაზე, რომელსაც პეტერ ფიშერი ქირაობს და რომლის ღირებულებაც, მამუკა ხაზარაძის დეკლარაციის თანახმად, 500 000-ს ლარს შეადგენს - აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება. სახელისუფლებო გუნდი პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს.არსებობს თუ არა ქირავნობის ან საიჯარო ხელშეკრულება ქონებაზე, რომელსაც პეტერ ფიშერი ქირაობს და რომლის ღირებულებაც, მამუკა ხაზარაძის დეკლარაციის თანახმად, 500 000-ს ლარს შეადგენს - აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება. სახელისუფლებო გუნდი პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს.


პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის შეფასებით, "საშემოსავლო გადასახადის დამალვის გარდა, ეს სერიოზული პოლიტიკური თემაა."


"საშემოსავლო გადასახადის დამალვის გარდა, ეს სერიოზული პოლიტიკური თემაა. თუ ეს ასეა, ჩვენ, მაგალითად, არ ვიცით, რას გულისხმობს გერმანიის კანონი, მაგრამ ყველანაირი წესი და ნორმა დარღვეულია, როდესაც ელჩი ხელშეკრულებას არ აფორმებს გამქირავებელთან. მით უმეტეს, თუ გამქირავებელი პოლიტიკური პარტიის ლიდერად არის ცნობილი. შესაბამისად, ეს ელჩიც მის პოზიციას უჭერს მხარს, მათ შორის საკმაოდ აგრესიულად. ამას შეიძლება, დავარქვათ პოლიტიკური კორუფცია", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031