გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

2-08-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ 1982 წელს დაბადებულმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს ქ.თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორმა დ.კ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება 1981 წელს დაბადებული მოქალაქე ბ.ჯ-სგან,
რომელსაც, თავის მხრივ, ზემოხსენებული ნარკოტიკული საშუალება მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონოდ გადასცა 1966 წელს დაბადებულმა მოქალაქე დ.კ-მ.


პოლიციის თანამშრომელ დ.კ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელსაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. გარდა ამისა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და ერთი ცალი ნაგანის სიტემის რევოლვერებისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნა, რომლებსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ.


ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე სეკუნდა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031