გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დადოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია

2-08-2025

გიორგი გამსახურდია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება.


გამსახურდია X-ზე წერს, „ყველაფერი დადოკუმენტირებულია და ყველაფერი საბუთებით იურიდიულად გამყარებული“.


„ეს ინფო ისე, რომ იცოდეთ, სანამ სექტა არატრადიციული ორიენტაციის მქონე ამაღლობელს ნაზი შამანაურად შერაცხავს და ამ ქალბატონს კიდევ საბჭოთა კავშირის დროინდელ დისიდენტად. ვერ აწევთ ამ თემებით ტემპერატურას, ყველაფერი დადოკუმენტირებულია და ყველაფერი საბუთებით იურიდიულად გამყარებული“, - წერს გამსახურდია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31