გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს ისევე, როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი

3-08-2025

ვერანაირად ვერ ჯდება „ნაცურ“ კონტექსტში ზვიადი, მერაბი და ნაზი შამანაური. ეს ხალხი სამშობლოს შეეწირა, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ X-ზე წერს.


მისი განცხადებით, მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილისგან ნაზი შამანაურს ვერ შექმნიან ისევე, როგორც სააკაშვილისგან - ზვიად გამსახურდიას და გიორგი რურუასგან - მერაბ კოსტავას.


„ვერანაირად ვერ ჯდება „ნაცურ“ კონტექსტში ზვიადი, მერაბი და ნაზი შამანაური. ეს ხალხი სამშობლოს შეეწირა, ესენი კიდევ აგენტურულ დავალებას ასრულებენ. ვერ შექმნიან ამაღლობელის და დათაშვილისგან შამანაურს. ისევე, როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი. მარტივია“, - წერს გიორგი გამსახურდია.


ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც შეეხება ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას, განმარტა, რომ ვინაიდან თავად ადვოკატების მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა, როგორც ეს მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031