გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ელდარ შენგელაიას სახით ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა

4-08-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალებას ეხმაურება და მის ოჯახსა და მთელ საქართველოს სამძიმარს უცხადებს. 


„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს, მის ახლობლებს და მთელ საქართველოს.


ელდარ შენგელაიას სახით ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“ და ა.შ. არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.


როგორც ელდარ შენგელაიას გასაოცარი და ყველასთვის საყვარელი ფილმები, ისე ხსოვნა ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორზე სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის გულებსა და ქვეყნის ისტორიაში“, - წერს ირაკლი კობახიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031