გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ელდარ შენგელაიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის, მან თავისი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ ქართულ კულტურაში

4-08-2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 


„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.


ელდარ შენგელაიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის. მან თავისი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ ქართულ კულტურაში, მისი შემოქმედება კი მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა.


სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ ელდარ შენგელაიას ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მთელს ქართულ საზოგადოებას“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31