გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასტუმროებისა და რესტორნების დატვირთულობა მკვეთრად გაიზარდა - მოლოდინი, რაც არსებობდა, გამართლდა და დღეის მდგომარეობით, სეზონი დადებითად ფასდება - შოთა ბურჯანაძე

4-08-2025

"მოლოდინი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, და სასტუმროებისა თუ რესტორნების კუთხით დატვირთულობა საგრძნობლად გაიზარდა," - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე. მისი თქმით, არსებული მაჩვენებლების გათვალისწინებით, აგვისტო დატვირთულობით წინა თვეებს გადააჭარბებს.


„საქართველო, განსაკუთრებით ზაფხულში, ტურისტული თვალსაზრისით აქტიურ რეგიონად ითვლება - როგორც შავი ზღვისპირეთი დასავლეთში, ისე დედაქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. ამჟამად თბილისში, ჩავარდნილი თვეების შემდეგ, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სასტუმროებისა და რესტორნების დატვირთულობა მკვეთრად გაიზარდა. მოლოდინი, რაც არსებობდა, გამართლდა, და დღეის მდგომარეობით, სეზონი დადებითად ფასდება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვისპირეთს - იქ მოლოდინებიც კი გადაჭარბებულია. კვების ობიექტები გადავსებულია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლების მხრიდან.


პირდაპირი ავიაფრენები ქუთაისსა და ბათუმში ტურისტებისთვის დამატებითი მიზიდულობის ფაქტორია. ვფიქრობ, რომ აგვისტო იქნება უფრო დატვირთული და წარმატებული, ვიდრე წინა თვეები," - ამბობს ბურჯანაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031