გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

4-08-2025

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინს“ და ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“, მეორე ბრალდებულმა ასევე უკანონოდ შეიძინა და ინახავდნა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინს“ და ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“, ხოლო მესამე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“.


ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა’’ პუნქტით და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მეორე ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა’’ პუნქტით წარედგინა, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მესამე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა’’ პუნქტით და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.


სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031