გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა

5-08-2025

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა.გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა.


გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ბორან ჯან ქოჩბოღანი ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031