გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების დამხობის მუქარაზე: 2016 წლიდან უწყვეტად გვესმის ასეთი მუქარები, თუმცა, ხედავთ, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, ჩვენი ძალოვანი უწყებები არის ძლიერი

5-08-2025

2016 წლიდან უწყვეტად გვესმის ასეთი მუქარები, თუმცა, ხედავთ, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, ჩვენი ძალოვანი უწყებები არის ძლიერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების დამხობის მუქარასთან დაკავშირებით განუცხადა. 


მთავრობის მეთაურის  თქმით,  ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი მუქარა გააჟღეროს, თუმცა მათი მუქარები არასერიოზულია ქართული საზოგადოებისთვის. 
 
„2016 წლიდან უწყვეტად გვესმის ასეთი მუქარები, თუმცა, ხედავთ, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, ჩვენი ძალოვანი უწყებები არის ძლიერი. ახლა, საერთოდ მუქარასაც არავითარი ძალა აღარ აქვს, არათუ მუქარების აღსრულების პოტენციალს არ აქვს არავითარი მონახაზი. შეუძლიათ ნებისმიერი მუქარა გააჟღერონ, თუმცა თვითონ ადამიანებიც არიან არასერიოზულები და მათი მუქარებიც არასერიოზულია ქართული საზოგადოებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031