გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წყალსარგებლობის შესახებ ინფორმაციის მიღება უკვე მობილური ტელეფონის საშუალებით არის შესაძლებელი

6-08-2025

საქართველოს მელიორაციის აბონენტებს მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება კიდევ უფრო მარტივად  - მობილური ტელეფონიდან *303#OK აკრეფით შეუძლიათ.


აღნიშნული  სერვისის ფარგლებში, მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე ბალანსის, წყალსარგებლობის განრიგისა და მორწყვის საკითხებთან დაკავშირებით; გადაამოწმონ დარიცხვები ან მოითხოვონ დარიცხვის (დავალიანება, ჩარიცხვები)  კორექტირება. 


წყალმომახმარებელს შესაძლებლობა აქვს აღნიშნულ აპლიკაციაში დაამატოს მობილური ტელეფონის სასურველი ნომერი საკუთარი (წყალმომახმარებლის) პირადი ნომრის მითითებით - პროცესი მარტივი და ავტომატიზებულია.


ახალი მომსახურება უზრუნველყოფს მომხმარებელთა სწრაფ, კომფორტულ და გამჭვირვალე კომუნიკაციას საქართველოს მელიორაციასთან.


ციფრული სერვისით მომსახურება პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომია „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“   მომხმარებლებისთვის.


სერვისი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ არის დანერგილი.   

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930