გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ქვედანაყოფის იუბილე აღინიშნა

6-08-2025

დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითმა ბრიგადამ 33 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო ცერემონიალი ქალაქ ქუთაისში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ჩატარდა.


აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


ღონისძიების ფარგლებში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. ახალწვეულები ბრიგადის კაპელანმა, მამა გობრონმა დალოცა.


საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ დასავლეთის სარდლობის სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი თეიმურაზ კვინიკაძე და მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მიხეილ გოგნაძე. მათ ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვედანაყოფის იუბილე მიულოცეს, წვევამდელებს კი, თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვეს. ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრები და ახლობლები დაესწრნენ.


ქვედანაყოფის იუბილესთან დაკავშირებით, ბრიგადის პირადი შემადგენლობა უწყებრივი მედლებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა.

ღონისძიების ფარგლებში, მე-3 ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საჩვენებელი სწავლებაც ჩაატარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031