გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
B2B შეხვედრები მეტ საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი მოგზაური მოვიზიდოთ და ამ მიმართულებით ჩადებული ინვესტიცია, უფრო შედეგიანი იყოს - Inn ჯგუფის წარმომადგენელი ერეკლე კოკაია

6-08-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში კერძო სექტორისთვის შეთავაზებულ ინიციატივებს ეხმაურება Inn-ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია.


„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. ერთ-ერთი ახალი პროექტია, რომ ქართული კერძო სექტორი უცხოურ სექტორს დაუკავშირდეს B2B შეხვედრებით -ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეს. ეს შეხვედრები საინტერესოა, რადგან ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტურია, ვიდრე ზოგადი გამოფენები, სადაც ძალიან ბევრი კონკურენტიც არის წარმოდგენილი. ასეთ შეხვედრებზე მეტი კონცენტრაცია საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტი მოგზაური მოვიზიდოთ და ამ მიმართულებით ჩადებული ინვესტიცია უფრო შედეგიანი იყოს,“ - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.


საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორს მარკეტინგული კამპანიების ახალი ინიციატივები გააცნო. ადმინისტრაცია სტრატეგიულ ბაზრებზე -ევროპაში, აზიასა და ამერიკაში - საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031