გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ვფიქრობ ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა ეჭვი რომ მზია ამაღლობელისადმი განაჩენზე დასავლეთში წიკვინი ატყდებოდა, რა თქმა უნდა აქედან ჩაწოდებული ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე და მას გმირად გამოიყვანდნენ, ისე როგორც თავის დროზე ნიკა გვარამია

7-08-2025

„ვფიქრობ, ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა ეჭვი რომ მზია ამაღლობელისადმი განაჩენზე დასავლეთში წიკვინი ატყდებოდა, რა თქმა უნდა, აქედან ჩაწოდებული ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე და მას გმირად გამოიყვანდნენ, ისე როგორც თავის დროზე ნიკა გვარამია გამოიყვანეს გმირად და ჯილდოები დააყარეს“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, საქმე ამაღლობელში არ არის, არამედ იმაში, თუ როგორ ცდილობენ ჩვენი საზოგადოების მენტალობაზე ზემოქმედებას, მათი და მათი აქაური აგენტურის წარმოდგენაში „გმირებად“ გამოძერწილი პერსონების რეალურ გმირებად და მაგალითებად წარმოჩენას და საზოგადოების იძულებას რომ ეს დაიჯეროს.


„ვფიქრობ, ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა ეჭვი რომ მზია ამაღლობელისადმი განაჩენზე დასავლეთში წიკვინი ატყდებოდა, რა თქმა უნდა, აქედან ჩაწოდებული ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე და მას გმირად გამოიყვანდნენ, ისე როგორც თავის დროზე ნიკა გვარამია გამოიყვანეს გმირად და ჯილდოები დააყარეს.


აქ საქმე იმდენად ამაღლობელში არ არის (ის უბრალოდ მასალაა), არამედ იმაში, თუ როგორ ცდილობენ ჩვენი საზოგადოების მენტალობაზე ზემოქმედებას, მათი და მათი აქაური აგენტურის წარმოდგენაში „გმირებად“ გამოძერწილი პერსონების რეალურ გმირებად და მაგალითებად წარმოჩენას და საზოგადოების იძულებას, რომ ეს დაიჯეროს. დიდი რესურსებია ამაში ჩადებული. ამ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ, ჩართული აღმოჩნდნენ ის ხალხი, ვისაც სიტყვა ეთქმის. ამიტომაც, დავინახოთ ამაღლობელის საქმის უკან უფრო დიდი სურათი, რომელიც დღეს შეიძლება კარგად არ ჩანდეს“, - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031