გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 2 009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? - სამარცხვინოა, მათი მიზანია საზოგადოების გახლეჩვა ყველაფერში

7-08-2025

2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს შეეხებოდა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, წლების განმავლობაში ომის დაწყების თარიღად სააკაშვილის პარტია 8 აგვისტოს აღნიშნავდა და ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სამარცხვინო სახეს.
 
„ამოიღეთ კადრები 2009 - 2013 წლების,  როდის აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს სააკაშვილის პარტია - ეს იყო 8 აგვისტოს და მერე გაიგეს, 5-6 წლის მერე, რომ 8 აგვისტოს არა, 7 აგვისტოს დაწყებულა ომი?  - სამარცხვინოა. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სამარცხვინო სახეს, რა უნდა ვთქვა მეტი ამაზე. 2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩვა,"- განაცხადა პრემიერმა.
 
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარებას შეეხებოდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ, სწორედ, სააკაშვილი იყო საქართველოში რუსეთის ინტერესების გამტარებელი.
 
„ვინც გაატარა რუსეთის ინტერესები საქართველოში 2008 წელს - ეს იყო სააკაშვილის პარტია და მიხეილ სააკაშვილი. დაკვეთა მიიღეს „დიფ სთეითისგან", მაგრამ ეს ომი დასრულდა იმით, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია, ამის შემდეგ მოხდა ე.წ. აღიარება და ა.შ. სააკაშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც თვითონვე აღიარა, რომ თავად დაიწყეს ომი,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031