გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა შევიტანოთ მეტი სიკეთე თითოეულ რაიონში, თითოეულ უბანსა და თითოეულ ქუჩაზე

7-08-2025

დღეს, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.


ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მმართველი პარტიის მთავარი ამოცანაა მეტი სიკეთე გაკეთდეს თითოეული რაიონისა და უბნისთვის.


„ჩვენი მთავარი სლოგანია — მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა შევიტანოთ მეტი სიკეთე თითოეულ რაიონში, თითოეულ უბანში, თითოეულ ქუჩაზე. ეს ამბიცია შემთხვევითი არ არის. ბოლო 8 წელი — ეს არის პერიოდი, როცა კახა კალაძის ხელმძღვანელობით, მისი მერობის პერიოდში, განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი. საკმარისია შევხედოთ ნებისმიერ რაიონს, ნებისმიერ უბანსა და ქუჩას — ყველგან ვხედავთ შედეგებს, ვხედავთ ცვლილებებს, ვხედავთ წინსვლას. ამ ყველაფერმა შეგვიქმნა საფუძვლიანი მოლოდინი, რომ მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ დაუჭერს მხარს კახა კალაძეს თბილისის მერობის კანდიდატად და იმ მაჟორიტარ კანდიდატებს, რომლებიც დღესაც წარმოადგენენ ჩვენს გუნდს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


„ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ცენტრალურ ოფისში თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა.


საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031