გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მეტნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა

8-08-2025

ოპოზიცია მეტნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.ოპოზიცია მეტნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა. 


„ფაქტია, რომ დიდი არჩევანი აქვს რადიკალურ ოპოზიციას და საინტერესო სპექტრში არჩევენ საკუთარ კანდიდატებს. ამ მდგომარეობაში რომ არის ოპოზიცია, ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია, თუმცა მეორე მხრივ ტრაგიკულ სურათს  აჩვენებს. მეტნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ. ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა", -  აღნიშნა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ ითანამშრომლოს რუსეთთან ალეკო ელისაშვილის გადაცემის მიზნით. 


„ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ყველგან და ყოველთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა შეხედულება გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ჩვენ ჩვენს მოქალაქეს დავიცავთ ყველგან და ყოველთვის, დანარჩენი არაფერი არ გვაინტერესებს", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031