გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვულოცავ აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქის დაწყებას

9-08-2025

საქართველო მიესალმება ამ ისტორიულ მომენტს სომხეთის, აზერბაიჯანის,  რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც მტკიცედ განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას.


"საქართველო მიესალმება ამ ისტორიულ მომენტს სომხეთის, აზერბაიჯანის,  რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის!ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების,  აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს ამ წარმატებას — ისტორიული მშვიდობის შეთანხმების მიღწევას და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქის დაწყებას! საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და მომავალშიც გააგრძელებს მის მტკიცე მხარდაჭერას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728