გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე: არ გვინდა, მოძალადეების წყვილმა ზელენსკი დააბულინგოს - უკვე ვნახეთ, ტრამპი ბულინგის ტაქტიკით როგორ ცდილობდა ზელენსკიზე ზეწოლას, პუტინიც ცნობილი „ბულერია“

10-08-2025

„ნატოს სამი ბირთვული სახელმწიფოდან ორი - საფრანგეთი და ბრიტანეთი, ამ დროისთვის შეხვედრაზე მიწვეული არ არის, ვფიქრობ, ისინი იქ უნდა იყვნენ“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბენ უოლესმა, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შეფასებისას, LBC-ის ეთერში განაცხადა.


უოლესის თქმით, ევროპას არ სურს, მოძალადეების წყვილმა ზელენსკი დაჩაგროს, ვინაიდან როგორც ტრამპი, ისე პუტინი, ბულინგის ტაქტიკის მიმდევრები არიან.


„ვფიქრობ, მომავალი სამიტის ერთ-ერთი შეცდომაა ევროპის გამორიცხვა - იცით, რომ ნატოს სამი ბირთვული სახელმწიფოდან ორი - საფრანგეთი და ბრიტანეთი ამ დროისთვის, შეხვედრაზე მიწვეული არ არის. ვფიქრობ, ისინი იქ უნდა იყვნენ. ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ მოძალადეების წყვილმა ზელენსკი დააბულინგოს.ჩვენ უკვე ვნახეთ, პრეზიდენტი ტრამპი ბულინგის ტაქტიკით, როგორ ცდილობდა ზელენსკიზე ზეწოლას, რაც მის საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა. პუტინიც ცნობილი „ბულერია“. ვფიქრობ, ამ სცენარის ნახვა არ გვსურს. მართალია, ზელენსკი მამაცია, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ ევროპას მოუწევს უკრაინასთან დაკავშირებით ცუდი შეთანხმების შედეგებთან გამკლავება“, - განაცხადა უოლესმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728