გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაიკ ბენცი: ნორმ აისენი ცდილობს, „დიფ სთეითის“ ახალ საამქროში აიყვანოს ხალხი, რომელიც დაამხობს მთავრობებს, რომლებსაც ის ავტოკრატიულს ეძახის - ეს ხალხი ფულს იღებს USAID-ისგან, მშვიდობის ინსტიტუტისგან, რომ უცხო ქვეყნებში ე.წ. ავტოკრატიას ებრძოლონ

11-08-2025

ნორმ აისენის სახელმძღვანელო, რომელიც ყოველწლიურად ახლდება, ბრუკინგის ინსტიტუტის ხელსაწყოა. ეს ინსტიტუტი კი „დიფ სთეითის“ კონსენსუსის მშენებლობის მექანიზმი და აშშ-ის მაღალრეიტინგული ანალიტიკური ცენტრია. საერთოდ, ეს ანალიტიკური ცენტრი კი არა, ერთგვარი კონსენსუსის დამყარების მექანიზმია, რომელსაც ძალიან უცნაური კავშირები აქვს აშშ-ის სადაზვერვო აპარატთან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა მაიკ ბენცმა განაცხადა.


მისი განცხადებით, აისენი ცდილობს, „დიფ სთეითი“ შეავსოს ისეთი ხალხით, რომლებიც დაამხობს ე.წ. ავტოკრატიულ მთავრობებს, ეს ხალხი კი USAID-ისა და მშვიდობის ინსტიტუტისგან იღებს დაფინანსებას.


„ნორმ აისენი 2025 წლის სახელმძღვანელოში 7 ძირითად საყრდენს აღწერს, მათ შორის არჩევნებზე კონტროლს, სასამართლოების კონტროლს, კორუფციასთან ბრძოლას და ტრამპს ავტოკრატად გვიხატავს და სამოქალაქო და მედია სივრცის გაძლიერებას, რაც ნიშნავს მთელი ძალით არასამთავრობოებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას, მედიის კონტროლს. მე-6 სვეტი ძალზე საინტერესოა, რადგან მას ეწოდება „დეზინფორმაციის კონტროლი“. აისენი ცდილობს, „დიფ სთეითის“ ახალ საამქროში აიყვანოს ხალხი, რომელიც დაამხობს მთავრობებს, რომლებსაც ის ავტოკრატიულს ეძახის. ეს ხალხი ფულს იღებს USAID-ისგან, მშვიდობის ინსტიტუტისგან, რომ უცხო ქვეყნებში ამ ე.წ. ავტოკრატიას ებრძოლონ“, - აცხადებს მაიკ ბენცი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031