გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

11-08-2025

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის თბილისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.


აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 


მათივე ცნობით, აღმოჩენილი მედიკამენტების რაოდენობა, საერთო ჯამში, 111 აბს შეადგენს. 


„მებაჟე ოფიცრების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე, ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის შემოტანაც ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე.
აღნიშნულმა სამართალდამრღვევმა მოქალაქემ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031