გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ეკოლიდერთა სკოლა“ 2025 წლის სასწავლო კურსი დასრულდა

12-08-2025

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ 2025 წლის სასწავლო კურსი დასრულდა. 


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელმა თამარ ლომიძემ მოსწავლეებს კურსის დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. 


„ეკოლიდერთა სკოლა“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება. 


სასწავლო კურსი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეებს ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ.


თეორიული სწავლების შემდეგ, მოსწავლეები, პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, დიღმის ტყის პარკს, საწარმო შპს ,,სუფთა სამყაროს” და ალგეთის ეროვნულ პარკს ეწვივნენ. 


სასწავლო კურსი პროექტ „ECO GEORGIA-ს“ ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. მასში მონაწილეობა მიიღეს მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებმა. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031