გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო და უნებართვო სანახშირე გამოავლინეს

12-08-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში სამართალდარღვევები გამოავლინეს.


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, მოქალაქეს, საკარმიდამო ეზოში არსებულ ფარდულში, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი.


სახერხი დანადგარი დაილუქა. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.


თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმას მიმდებარედ კი, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად  გამოვლენილია კუსტარულად, რკინის კონსტრუქციისგან დამზადებული ხის ნახშირის დამამზადებელი სანახშირე. მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია 5 კუბური მეტრი მოცულობის ფოთლოვანი სახეობის საშეშე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოში“ განთავსდა. 


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ბრაკონიერობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031