გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

12-08-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორებისა და  შემკრები ქსელის გაწმენდით  სამუშაოებს ატარებს. 


ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში ათეულ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას გაუმჯობესებს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.


სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოსთვის დასრულდება. 


2012-2024 წლებში, „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  დრენირებულია  2175 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930